ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები დამტკიცდა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 10:50
ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები დამტკიცდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ტაქსებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები განიხილეს.

როგორც ცნობილია, ტაქსებთან დაკავშირებით რეგულაციების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. ახალირეგულაციები კი 2019 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესს, წარმოდგენილი პროექტის მიღების მიზეზი ტაქსების რეგულაციის ხელშეწყობა, მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელების არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მათთვის საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილების შექმნაა.

ამავე წესის თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიქმნას ტაქსების დგომისთვის სპეციალური პარკირების ადგილები, რაცხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის განტვირთვას, აგრეთვე ტაქსით მომსახურება მეტად კომფორტული იქნება როგორცდედაქალაქის მცხოვრებთათვის, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ტეგები