იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 12:00
იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს 6 ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა

იტალიაში კონცერტზე ჭყლეტის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა და 120 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ ანკონასთან მოხდა, რომელიც იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც ღამის კლუბში გაზის მცირე ზომის ავზი გამოიყენეს. გარდაცვლილთა უმეტესობა მოზარდია. ასევე დაიღუპა ქალი, რომელიც კონცერტზე შვილთან ერთად იყო მისული.

კლუბში რეპერ სფერა ებასტას კონცერტი მიმდინარეობდა, რომელსაც 1000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ. იტალიური მედიის ცნობით, დაზარალებულებიდან 12 მძიმე მდგომარეობაშია.

ტეგები