პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 15:18
პარიზში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთში ანტისამთავრობო აქციების ტალღა განახლდა. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 89 ათასამდე სამართალდამცველი იცავს. ამის შესახებ BBC წერს.

მხოლოდ პარიზში 8 ათასი ოფიცერი, აქედან 5 ათასი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მობილიზებული. საფრანგეთის დედაქალაქში გამოყვანილია 12 ჯავშანტექნიკა, სადაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა.

პარიზში გამართული დემონსტრაციებისას მთლინობაში სულ მცირე 211 ადამიანი დააკავეს. 

ტეგები