ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 16:44
ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო ლიეტუვამ რუსეთს სანქციები დაუწესა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებიდან ლიეტუვა გახდა პირველი, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო, სანქციები დააწერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არანაირი ქმედება არ განახორციელეს რუსეთის ქცევის დასაგმობად, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩვენი ნაციონალური სანქციები ქერჩის სრუტის ინციდენტის პროტესტის გამო“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ტეგები