თბილისის კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს გაავრცელებენ
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 20:21
თბილისის კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს გაავრცელებენ

ნარკოტიკული საშუალებით შესაძლო ინტოქსიკაციის შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, დღეს საღამოს, კლუბ „მტკვარზე" და „ხიდზე" პრევენციული აქცია განხორციელდება. ორგანიზაცია „მანდალა - ზიანის შემცირება", აქციის ფარგლებში, კლუბების სტუმრებში ნარკოტიკული ნივთიერებების ტესტერებს უფასოდ გაავრცელებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ადამიანების ინტოქსიკაციის შემთხვევები, რომლებიც სავარაუდოდ ფენტანილის მოხმარებით იყო გამოწვეული!

არსებობს ინფორმაცია, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ და აღნიშნული ნივთიერება შეიძინეს, როგორც MDMA!

აქედან გამომდინარე, ხვალ, მანდალა - ზიანის შემცირება • Mandala - Harm Reduction - ის გუნდი საგანგებო რეჟიმში შეეცდება განახორციელოს პრევენციული აქცია კლუბ „მტკვარზე" და „ხიდზე"

ჩვენ სრული კონფიდენციალურობის დაცვით და უფასოდ გავავრცელებთ ნარკოტიკული საშუალებების ტესტერებს!", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ტეგები