9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 22:17
9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დააფასეთ საყვარელი ადამიანის ერთგულება, ოჯახური ბედნიერება. არჩევისას ნუ აჩქარებით, ყველაფერი კარგად შეამოწმეთ. შეიძლება გავლენიანი მეგობრების ან იურისტის დახმარება დაგჭირდეთ.

კურო
დღე ოჯახის წევრების, მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ. შეგიძლიათ მოდუნდეთ, იოცნებოთ და სამომავლო გეგმა ჩამოწეროთ. საღამოს შეიძლება ახალი ვალდებულებები დაგემატოთ.

ტყუპი
წარმატებას მიზანმიმართული ნიშნები მიაღწევენ. ეცადეთ, არ იზარმაცოთ. გაფრთხილდით, არ გაეხვეთ ავანტიურიზმში და უფრო მეტი, მეგობრობის სახელით პარტნიორმა მისი მიზნებისთვის არ გამოგიყენოთ.

კირჩხიბი
არაფერი გაქვთ სანერვიულო. ბავშვებიც კარგები გყავთ და საყვარელი ადამიანიც არ გაძლევთ ეჭვიანობის საბაბს. დაისვენეთ, ენერგია აღიდგინეთ და ცოტა ხანი საკუთარ თავს მიხედეთ.

ლომი
დღეს ყურადღების ცენტრში ყოფნას არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ იურიდიული, სამემკვიდრეო და საგადასახადო საკითხების მოგვარებას. გაუფრთხილდით პირად და სახელმწიფო ქონებას. არ გასცეთ საიდუმლო. შეიძლება დაგჭირდეთ პროტექცია, იურიდიული დახმარება.

ქალწული
თუ სწორად შერჩეულ ადამიანებთან მეგობრობთ, ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად გაქვთ გადანაწილებული და თუ ფული სარფიან საქმეში დააბანდეთ, სანერვილო არაფერი გაქვთ. თუ ხვდებით, რომ მოგატყუეს, არ გაიბუტოთ, იბრძოლეთ შეცდომის გამოსასწორებლად.

სასწორი
თუ საინტერესო პროექტის დაწყება შემოგთავაზეს, ძველ საქმეებს ნუ მიატოვებთ. გადახედეთ გარემოცვას და მოიცილეთ არასაიმედო
ადამიანები.

მორიელი
ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. ნუ მოისმენთ რჩევებს. განსაკუთრებით არაგულწრფელი ადამიანებისგან. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი და არ გაებათ აფერისტების მახეში.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ზედმეტ ამბიციურობას. ზოგჯერ ჩრდილშიც უნდა დადგეთ. ამან შეიძლება უფრო მეტად აგიმაღლოთ ავტორიტეტი და ოჯახური კლანის ან მსხვილი ორგანიზაციის სათავეში მოექცეთ.

თხის რქა
ჯილდოს მიღების, ტენდერის მოგების, სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვების გამო შეიძლება სარისკო ქმედებაც კი ჩაიდნოთ. სასურველია, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ. კარგი დღეა საჭირო ადამიანებთან დასამეგობრებად.

მერწყული
ნუ მიატოვებთ საქმეს, რომელშიც ბევრი ფული დააბანდეთ და ენერგია ჩადეთ. საერთოდ, ეცადეთ, ფული მოზომილად ხარჯოთ. მეგობრების მიერ შემოთავაზებული საქმიანი წინადადებაც კი ყურადღებით განიხილეთ.

თევზები
დღეს მხოლოდ მნიშვნელოავნი საქმეები უნდა შეასრულოთ და ერთგულ ადამიანებს დაუთმოთ დრო. უცხო ადამიანებს მნიშვნელოვან თემებზე ნუ დაუწყებთ საუბარს. მოერიდეთ ყველაფერ საეჭვოსა და გაურკვეველს.

ტეგები