სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 10:24
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. 

არჩევნებში 11 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინი გადადგა, რათა პარლამენტი ამ გზით დაეთხოვა. ექსპერტების ვარაუდიით, საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ფაშინიანი და მისი პარტია გაიმარჯვებს.

ფაშინიანი სომხეთის ხელისუფლებაში მიმდინარე წლის მაისში მასობრივი აქციების ფონზე მივიდა. მან პრემიერმინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანი შეცვალა.

ტეგები