საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 1700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 13:53
საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე 1700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

საფრანგეთში მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადამიანთა რაოდენობა 1723-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

მოძრაობა სახელწოდებით "ყვითელი ჟილეტი" საფრანგეთში მასობრივ აქციებს 17 ნოემბრიდან აწყობს. ისინი 2019 წლის პირველი იანვრიდან ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელიწადში 15%-ით გაძვირდა.

მასობრივი აქციების ფონზე, 6 დეკემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება, თუმცა საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება.

ტეგები