ორი პატრული დაჭრეს - თავდასხმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 14:09
ორი პატრული დაჭრეს - თავდასხმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე

აბაშის რაიონის სოფელ გეზათში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ქუჩაში პატრულირებდნენ.

კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ. რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე კი ხელის არეში დაჭრა.

შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პატრულის მეორე თანამშრომელს კი სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა. თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. 

ტეგები