სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია - გიორგი მარგველაშვილი
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 16:18
 სამწუხაროა, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ ისევ პასუხგაუცემელია - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანიას დაბადების 55 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,დღეს ზურას 55 წელი შეუსრულდებოდა. 13 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, თუმცა მისი სიკვდილის გამო ტკივილი არც განელებულა და სამწუხაროდ, არც ბოლომდე გვინახავს გამოძიების შეგედი. ეს მართლაც არასასიამოვნოა, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიცით და პასუხი არ არის გაცემული ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის თაობაზე. არ განელებულა არც ზურას, როგორც სტრატეგიული აზროვნების პოლიტიკოსის საჭიროება.

მე, კიდევ ერთხელ ვიხსენებ მის ღვაწლს და კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო სიყვარული მის მიმართ და თანადგომა მისი ოჯახის მიმართ'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ტეგები