თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 09 / 12 / 2018 16:55
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 9 დეკემბერს
00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 9 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები