მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2018 14:50
მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს

მთავრობა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოსახლეობას აფრთხილებს.

„ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე vali.ge", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.

 

ტეგები