ჰოლანდიაში საქართველოს მოქალაქეები გაძარცვეს
ამობეჭდვა · 11 / 12 / 2018 14:57
ჰოლანდიაში საქართველოს მოქალაქეები გაძარცვეს

ჰოლანდიაში საქართველოს 3 მოქალაქე გაძარცვეს. როგორც ისინი ჰყვებიან, მანქანის საყიდლად ჩავიდნენ, თუმცა პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მათ 6 ათას ევროზე მეტი წაართვა.

დაზარალებულები ჰოლანდიის პოლიციაშიც იყვნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰოლანდიაში ქვეყნის საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქვეყანაში დაბრუნებას უფულობის გამო ვერ ახერხებენ.

წყარო: პირველი რადიო

ტეგები