"იმ ხალხმა კი, რომელიც მუდმივ ქალიშვილობას ამჯობინებს და არჩევნებზე საერთოდ არ დადის, დღესაც არ იცის..."
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 13:50
"იმ ხალხმა კი, რომელიც მუდმივ ქალიშვილობას ამჯობინებს და არჩევნებზე საერთოდ არ დადის, დღესაც არ იცის..."

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"არჩევნები კი გაყალბდა, მაგრამ ცივა, წვიმს, ახალი წელი მოდის და დავიშალეთო...

ხოდა ამ არჩევნების შედეგების ფონზე 2008 წლის ომი წარმოვიდგინე და ორივე მოვლენა ერთმანეთთან დავაკავშირე.

წითელ ხიდზე, გასაქცევად, პირველებმა ისევ ნაციონალების ლიდერებმა მიირბინეს. მეორემ, შუაშისტების ლიდერებმა, ოღონდ ამათ, მეორემ იმის გამო მიირბინეს, რომ ნაციონალებზე გვიან გაიგეს, რომ ომი დაიწყო, თორემ მათ გაასწრებდნენ. ქოცების ლიდერები არსად გაქცეულან და მედგრად დააძრეს კომპარტია-კომკავშირის ბილეთები მუთაქებიდან. იმ ხალხმა კი, რომელიც მუდმივ ქალიშვილობას ამჯობინებს და არჩევნებზე საერთოდ არ დადის, დღესაც არ იცის, რომ 2008 წელს ომი მოხდა.

რა გინდათ შვილო, ან თქვენ რას იტანჯებით ან ამ ხალხს და მიწა-წყალს რას ტანჯავთ? თუ სახელმწიფოს შექმნა არ გინდათ წადით ყველანი, წადიით....

პ.ს. ვიცი ამ პოსტს ყველაზე ნაკლები მოწონება ექნება, მაგრამ "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო", ხომ გაგიგიათ", - წერს ოქრუაშვილი.

ტეგები