თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციოშიც მოუგო
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 14:03
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს დავა სააპელაციოშიც მოუგო

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელმაც შალვა რამიშვილი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ "ნეტგაზეთი" წერს.

შალვა რამიშვილის განცხადებით, ის განჩინებას უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს. თათია სამხარაძე კი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ სექსუალური შევიწროვების პრეცედენტული საქმეა.

“ორი წლის წინ, როდესაც ბრძოლა დავიწყე, არ არსებობდა კანონი. ახლა უკვე სხვა კონტექსტია და სექსუალური შევიწროვების კანონის მიღებას ველით სახელმწიფოსგან. ეს არის უდიდესი საქმე და უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი ქალებისთვის. დიდი დრო და რესურსი დაჭირდა, მაგრამ ჩვენ შევძელით ერთი პირადი პრობლემა, პოლიტიკის პრობლემად გვექცია, რადგან მე მწამს, რომ ჩემი ისტორია წარმოადგენს სხვა ათასობით და ათი ათასობით ქალის შევიწროვების ამბავსაც,” – აცხადებს ნეტგაზეთთან სამხარაძე.

თათია სამხარაძის თქმით, მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა ქალთა მხარდაჭერას ამ ბრძოლაში, რისთვისაც ყველა მათგანს მადლობას უხდის. დაზარალებული მადლობას უხდის ადვოკატებსაც, რომლებმაც “ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ საქმის მოსაგებად.”

ტეგები