ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას: არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 14:49
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას: არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე

„მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას გამოსვლას პლენარულ სხდომაზე.

„ბატონო ნიკა, თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია. მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გამარჯვებას ღირსეულად შეხვდა და ისტერიკა, რომელიც ოპოზიციაში ჩანს, აჩვენებს, რომ ოპოზიცია საკუთარ მარცხს უღირსად შეხვდა.

„აქ მარტივ რაღაცაზეა საუბარი, გამარჯვებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა და დამარცხებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა. თქვენ რასაც იმას უწოდებთ, რომ ომახიანად არ გამოვდივართ, ეს არის ის, რომ ჩვენ ღირსეულად შევხვდით გამარჯვებას და ეს ისტერიკა, რაც აქეთ ჩანს, ეს არის ზუსტად ის, რომ უღირსად შეხვდით საკუთარ მარცხს და არ შეიძლება ასე. რაც შეეხება, ბატონი გიგა ბოკერიას შენიშვნას, რეპლიკები ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული ფორმა, ამას ბატონი გიგაც ხშირად მიმართავს ხოლმე, შეგახსენებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




 

ტეგები