მლეთა-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა
ამობეჭდვა · 12 / 12 / 2018 22:29
მლეთა-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტეგები