ირმა ხეცურიანმა კარიერაში მეცამეტე ოქროს მედალი მოიპოვა
ამობეჭდვა · 13 / 12 / 2018 11:44
ირმა ხეცურიანმა კარიერაში მეცამეტე ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონიის ქალაქ კიოტოში ეტლით მოსარგებლეთა შორის ფარიკაობაში მსოფლიოს თასი გათამაშდა, რომელშიც ოქროს მედალი ქართველმა ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ჩვენი პარასპორტსმენის ანგარიშზე ეს უკვე მეცამეტე ოქროს მედალია.

ინფორმაციას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი ავრცელებს.