30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა - შემთხვევა გლდანში
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 11:31
30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა - შემთხვევა გლდანში

გლდანში, გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის მცდელობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ამ კვირის განმავლობაში მესამე შემთხვევაა.

ტეგები