პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ძმა დააკავა
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 13:35
პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ძმა დააკავა

პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის შერიფ შექათის ძმა დააკავა. 34 წლის სამი შექათი ალჟირში დააკავეს, ის პოლიციას აღრიცხვაზე ჰყავდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

პოლიცია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყოს.

პოლიციამ 29 წლის თავდამსხმელი შერიფ შექათი წარმოშობით მაროკოელი, საფრანგეთის მოქალაქე გუშინ, 13 დეკემბერს მოკლა. სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაიღუპა სამი ადამიანი, 13 კი, მძიმედ დაშავდა.

ტეგები