ნინო გოგუაძე: „ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 14:18
ნინო გოგუაძე: „ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის განცხადებით, ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.



„ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველომ მათი უფლებები დაარღვია და მიუთითებდნენ სიცოცხლის, საკუთრების უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის დარღვევაზე. სასამართლოს პასუხი არის, რომ ეს ჩივილები არის დაუსაბუთებელი და საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.



მისივე თქმით, ამ საქმის მიმართ იყო დიდი მოლოდინი. „ევროპის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველო - რუსეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელობა აქვს სხვა საქმეებზეც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება. ეს საქმეები ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ტეგები