ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობას იწყებენ
ამობეჭდვა · 14 / 12 / 2018 16:37
ზვიად გამსახურდიას შვილები შიმშილობას იწყებენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები შიმშილობას იწყებენ. განცხადება ამის შესახებ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება. შესაბამისად, შვილების მოთხოვნაა ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ზვიად გამსახურდიას შვილები აცხადებენ, რომ საქმეზე ბრალი უნდა წარედგინოს სპეცრაზმ „ალფას“ მაღალჩინოსანს, რომლის ბრალეულობაც მათივე თქმით, გამოკვეთილია და, რომელიც პროკურატურამ ერთი თვის წინ დაკითხა.

ტეგები