რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 16:24
რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ტეგები