ავიაკატასტროფა - უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 18:27
ავიაკატასტროფა - უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავმა სუ-27-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შემთხვევა 15:00 საათზე მოხდა მაშინ, როცა თვითმფრინავი დასაშვებად ემზადებოდა.

ამ ეტაპზე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

ტეგები