სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 19:27
სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე წმიდა ილია მართლის საფლავი მოილოცა. ასევე, პატივი მიაგო მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალულ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

დღესვე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტისინაუგურაცია ხვალ, 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

ტეგები