პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 19:50
პოროშენკომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის" შეწმნის ძშესახებ განაცხადა.

მანამდე, უკრაინაში ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე დუმენკო აირჩიეს.

ეკლესიების გამაერთიანებელი კრება კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა.  ხმის მიცემა ორ ეტაპად გაიმართა.  კრებას 192 ადამიანი დაესწრო. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირია შეკრებილი. 

 უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაური მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსის მიიღებას წ;ლის ბოლომდე ელოდება.

ტეგები