„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, პირველ პარალელურ სესიაზე საპარლამენტო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დებატები გაიმართა
ამობეჭდვა · 15 / 12 / 2018 20:44
„TISIFF 2018“-ის ფარგლებში, პირველ პარალელურ სესიაზე საპარლამენტო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დებატები გაიმართა

თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)-ის ფარგლებში, პლენარული სესიების დასრულების შემდეგ, ოთხი პარალელური სესია გაიმართა. პარალელურ სესიების მუშაობაში ჩართულები არიან სამთავრობო, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული სესიის მიზანია, წვლილი შეიტანოს ფორუმის შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებაში.

პირველ პარალელური სესიაზე დებატები საპარლამენტო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა.

სესიას მოდერაციას უწევდა კენიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი - ესტერ პასარისი; აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზიად სამასდზაზე და გერმანიის ეკონოიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინსტროს წარმომადგენელი (BMZ).

სესიის მონაწილეებმა ინოვაციური დაფინანსების ტრადიციულ საჯარო და კერძო დაფინანსების შედარებაზე; TISIFF 2018-ის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე და დამატებით შემოთავაზებებზე იმსჯელეს. განიხილეს მდგრადი განვითარებისათვის ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტების განმარტება. იმსჯელეს თუ რა შეიძლება გააკეთონ კანონმდებლებმა და სამთავრობო სექტორის ოფიციალურმა პირებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევისთვის ინოვაციური დაფინანსების გასაძლიერებლად.

ასევე, განიხილეს თუ როგორ არის შესაძლებელი ინოვაციური დაფინანსების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის გლობალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე კოორდინაცია.
 

ტეგები