ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 10:32
ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

ფოთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თონეში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ამის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც თონეში მუშაობდა. ამის შესახებ სააგენტო "ინტეპრესნიუსი" წერს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს-ში განაცხადეს , გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ტეგები