დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 10:41
დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციაა მობილიზებული

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ.

როგორც დავით კირკიტაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იგი ადვოკატის მისვლას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სამართალდამცველების სახლში შეშვებას.

გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველების მისვლას გუშინდელ აქციას უკავშირებს.

ტეგები