მის სამყარო 2018 ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 11:33
მის სამყარო 2018 ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა

მის სამყარო 2018 წარმოშობით ფილიპინელი კატრიონა გრეი გახდა.

24 წლის კატრიონა გრეი ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მანილაში გადავიდა საცხოვრებლად.

კატრიონა გრეი ტელეწამყვანია, ის ერთ-ერთ საბრძოლო ხელოვნებაში შავ ქამარს ფლობს. ასევე არის ჯაზ-მომღერალი.

ტაილანდის დედაქალაქში გამართულ მის სამყაროს კონკურსში მეორე ადგილი ვენესუელის, ხოლო მესამე რუსეთის წარმომადგენელმა დაიკავა.

ტეგები