„ნაციონალური მოძრაობის" აქციის დროს ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია სჭირდება
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 12:47
„ნაციონალური მოძრაობის" აქციის დროს ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია სჭირდება

გურჯაანის სოფელ ველისციხეში "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაშავებული შოთა დალაქიშვილი გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ოპერაცია რამდენიმე საათში ჩაუტარდება.

ექიმის თქმით, მას თავის ტვინის შერყევა და ყბის ყბის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაციის ჩასატარებლად ექიმს თბილისიდან ელოდებიან.

ველისციხის ინციდენტის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით გუშინ საღამოს გურჯაანსა და თელავის საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

აქციებზე სულ 16 პოლიციელი დაშავდა. შსს-მ პოლიციელებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

ტეგები