სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდება
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 14:53
სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდება

დღეს პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო დღეა. როგორც მისი ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, პრეზიდენტი შეხვედრებს წინანდალში მართავს. ის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ დელეგაციებს ხვდება.

ლაშა ჟვანიას თქმით, პრეზიდენტი ასევე შეხვდა საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტს, თურქეთის ვიცეპრეზიდენტს და სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებს.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტი თავის გუნდს ამ კვირის ბოლოს, ან შემდეგ კვირის დასაწყისში წარადგენს.

ტეგები