სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას ხვალ მოინახულებს
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 15:38
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას ხვალ მოინახულებს

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, ლაშა ჟვანის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციას ხვალ მედიასთან ერთად მოინახულებს.

„ხვალიდან უკვე ადმინისტრაციის ფლიგელი მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი გაყვანილია ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის მუშაობისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჯერ მისი დანიშვნის ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია და ეს სავარაუდოდ დღეს გამოქვეყნდება.

„მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია, თანამშრომლებს შევხვდე. ასევე ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე ადმინისტრაციის დებულებაში ცვლილებებია შესატანი. ათონელის რეზიდენციას დავათვალიერებთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ტეგები