დავით კირკიტაძე დააკავეს
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 17:28
დავით კირკიტაძე დააკავეს

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე დააკავეს.

დაკავებისას კირკიტაძემ განაცხადა, რომ “ქვეყანაში მყარდება დიქტატურა, თუმცა ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას”.

დავით კირკიტაძე დაკავებისას ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ერთად გადაადგილდებოდნენ ავტომობილით და ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათ ფარულად უთვალთვალებდნენ.

ნიკა მელიამ ფეისბუკზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ავტომობილთან მივიდა, რომელშიც აღოჩნდა, რომ პოლიციელები ისხდნენ. მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, ადგილზე დამატებით რამდენიმე პოლიციის ეკიპაჟი მივიდა, რის შემდეგაც დავით კირკიტაძე დააკავეს.

კირკიტაძის დაკავება, სავარაუდოდ, კახეთის გუშინდელ ინციდენტს უკავშირდება. მის სახლთან პოლიცია დილითაც იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია დატოვეს და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დღის მეორე ნახევარში დააკავეს.

წყარო: ნეტგაზეთი
 

ტეგები