დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 22:02
დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და მიიჩნევსმ რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

გიორგი კონდახიშვილი ასევე აცხადებს, რომ მტკიცებულებების გადაცემას ხვალისთვის ელოდება.

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

კირკიტაძე შსს-მ გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო. 

წყარო: იმედინიუსი

ტეგები