თელავში დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია იმართება
ამობეჭდვა · 17 / 12 / 2018 23:52
თელავში დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია იმართება

თელავში კახეთის კახეთის მთავარ სამმართველოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. მასში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები მონაწილეობენ.

მათ შს სამინისტრო და მინისტრი უმოქმედობაში და აქციის მონაწილეების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში დაადანაშაულეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო.

კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს. 

ტეგები