ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 12:11
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მედიასთან განაცხადა.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უკვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანამმდე ლაშა ჟვანია საქართველოს პატრიარქის ფონდს ხელმძღვანელობდა.

სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეს პირველად მივიდა და დღეიდანვე შეუდგება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას.

ტეგები