ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 12:38
ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ბედნიერია, რომ დღეს აქ არის. ამის შსახებ "იმედინიუსი" წერს.

"მე ვარ ბედნიერი, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ ჯერ არ არის ყველაფერი დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში. მაგრამ გვაქვს საშუალება, რომ ამ ფლიგელში დავიწყოთ მუშაობა და იმდენი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს პირველ ეტაპზე, თუმცა მერე როცა სტუმრები გვეწვევიან საჭიროა, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტეგები