საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მიერ სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 13:05
საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მიერ სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის
შესრულებასთან დაკავშირებით, - ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.

ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადექვატური და კანონშესაბამისი რეაგირება.

ტეგები