ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ელოდებიან
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 14:13
ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ელოდებიან

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ამის შესახებ IPN წერს.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის უნდა შეხვდეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს, საქმის დეტალების გასაცნობად.

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივა.

შეხვედრა შსს-ში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ტეგები