სოფიო ქაცარავა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა უმნიშვნელოვანესია
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 16:04
სოფიო ქაცარავა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა უმნიშვნელოვანესია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებისპოლიტიკური და სამართლებრივი შედეგების განხილვას შეეხებოდა.

სოფიო ქაცარავამ მოდერაცია გაუწია სესიას, რომელიც საერთაშორისო ფორმატებისა და უსაფრთხოების მექანიზმის მნიშვნელობას მოიცავდა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა რეგულარულ ხასიათს ატარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს საქართველოსმოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადგილზე ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოსმოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციას სისტემური ხასიათი მიეცა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ჩვენ გვჭირდება და გვაქვს კიდეც საერთაშორისო მხარდაჭერა თუმცა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმის არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,- მიმართასაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილეს, კარლო ნატალეს.

როგორც სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, საქართველოსა და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ წამოყენებული რეზოლუციები, წინადადებები და განცხადებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნულმასაკითხმა საერთაშორისო ასპარეზზე აქტუალობა არ დაკარგოს. „მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ხალხისთვისრეალური ცვლილებების განსახორციელებლად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყვლადი მოსახლეობის განვითარების უფლების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანი უფლებაა, როგორიც ნებისმიერი სხვაძირითადი ადამიანის უფლება, რომელთა დაცვაც აუცილებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პანელში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი მუნხტუია ალტანგერელი.

ტეგები