თბილისში 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 19:25
თბილისში 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, თბილისში 19 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები