ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა
ამობეჭდვა · 18 / 12 / 2018 19:38
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის უახლოეს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელა

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტისწევრმა საპარლამეტო უმცირესობიდან სერგო რატიანმა და კომიტეტს რეაგირებისკენ მოუწოდა.

„თქვენ უფლება გაქვთ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ თქვენი აზრი იყოს ერთად ერთი ჭეშმარიტება.ჩვენი, და პირადად ჩემი პოზიცია გუშინაც და დღესაც ჟურნალისტებთან ძალიან ცხადად დავაფიქსირე: ჩვენს ქვეყანაში მოქმედებსკონსტიტუცია, მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი. არსებობს ადამიანის უფლებათა თავი, მათ შორის, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს ადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისათვის და ახალ კონსტიტუციაში მკაცრადარის გარანტირებული თითოეული ადამიანისათვის საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება“, - განაცხადაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება იმავდროულად არ იცავს პროვოკაციებს, დანაშაულს და იმსაქციელს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 16 დეკემბერს სწორედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან - ეს იყოწარმოუდგენელი პროვოკაციები, თავდასხმა პირდაპირ სახელმწიფო უწყებებზე, დანაშაულის ნიშნებზე რომ არაფერივილაპარაკოთ.

„კიდევ ერთხელ ყოჩაღ იმ პოლიციელებს, რომლებიც კიდევ ერთხელ პროფესიონალურად და თავშეკავებით მოიქცნენ. თქვენსმიერ სახის დაკარგვას უყურებდა მთელი საქართველო და ეს სამწუხაროა, ვინაიდან პირველ რიგში ქართული ოცნებისინტერესშია ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას და საგნობრივად გააკრიტიკებს ხელისუფლებას.გადაწყვეტილება საზოგადოებამ მიიღო და კეთილი ვინებოთ დავემორჩილოთ საზოგადოების გადაწყვეტილება“, - განაცხადაკომიტეტის თავმჯდომარემ.

ამ საკითხზე პოზიცია დააფიქსირა ასევე პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა და განცხადა, რომ კახეთში განვითარებულიმოვლენები აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული. „ფაქტი ჯიუტია, სწორედ ოპოზიციის მსვლელობის დროს პოლიციისთანამშრომლებმა უაღრესად დიდი მოთმინება გამოიჩინეს და ღირსეულად დახვდნენ იმ გამოწვევას, პროვოკაციას, რაცნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო. დიდი მადლობა ეკუთვნის პოლიციის თითოეულ თანამშრომელს იმ მოთმინებისა დაპროფესიონალიზმისათვის, რაც მათ გამოიჩინეს. ამგვარად, დღეს ჩვენ გვყავს დიამეტრალურად განსხვავებული პოლიცია, ვინციცავს თითოეული ადამიანის ღირსებას და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება კონკრეტულპირზე, უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმა, ვალდებულია თავი დაიცვას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისივე თქმით, მოხდათავდასხმა პარლამენტის წევრებზე, რაც ადეკვატურ რეაგირებას და გამოძიებას საჭიროებს.

ამის შემდეგ კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა. კერძოდ იმსჯელა და დაამტკიცა „სოციალურიმუშაობის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომლის მიღება არჩევნებისპროცესმა შეაფერხა.

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „სახელმწიფო ინსპექტორისშესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევი კანონპროექტებითურთ.

კანონპროექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის, ვანო ზარდიაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გედევანფოფხაძისა და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, პარლამენტი ბიუროს ბოლო სხდომისგადაწყვეტილების შესაბამისად, დაჩქარებული წესით იხილავს. საკითხი სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიტანა. როგორცსხდომაზე აღინიშნა, საქმე ისაა, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონის პირველი იანვრიდან სრულყოფილადამოქმედებისათვის დასახული ღონისძიებების სრულად განხორციელება ვერ ესწრება და ამიტომ აუცილებელი გახდა რეფორმისამოქმედების ექვსი თვით გადაწევა. ცვლილებები შედის ასევე 32 თანმდევ კანონში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტებისპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

კომიტეტმა საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილ კანონპროექტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმაწარადგინა.

ტეგები