შსს-მ 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 19 / 12 / 2018 00:12
შსს-მ 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების  საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი  ინციდენტების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან - დავით კირკიტაძესთან  ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს,  რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ტარდება ყველა საჭირო  საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

ტეგები