გურჯაანის სასამართლოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 10:58
გურჯაანის სასამართლოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალ პოლიციელებს ყვავილები მიართვეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ადგილზე მყოფ ქალ პოლიციელებს ყვავილები მიუტანეს.

პოლიცია სასამართლოს შესასვლელთანაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს წითელი მიხაკები მიაწოდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. პარალელურად, სასამართლოს გარეთ ოპოზიცია აქციას გამართავს. გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. 

ტეგები