დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 12:46
დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტაცია გაითვალისწინა და შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი ოპოზიციის ლიდერების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს თავისუფლების სანაცვლოდ თავდებში 30-მდე დეპუტატი უდგებოდა.

გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

ტეგები