„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი“ - გრიგოლ ვაშაძე
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 13:24
„საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი“ - გრიგოლ ვაშაძე

„ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე“, - ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას. 

„მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც არ გასულა. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. თუ გაჩუმდებით, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ, რადგან ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ტარაკნებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დათოს გარეთ გამოვიყვანთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

ტეგები