აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 14:10
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი წინააღდეგ მისცა. სხდომის დასაწყისში საბჭო ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, პასუხიმგებლობას არ იღებენ ბიუჯეტზე, რადგან ის რეგიონის გამოწვევებს არ პასუხობს. მათ აქცენტი გააკეთეს სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ე.წ. ოცნების ქალაქის პრობლემის მოგვარებასა და ბიზნესზე ზეწოლაზე. მათ ასევე მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი არ გაკვირვებიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ, ბიუჯეტს კი საერთოდ არ იცნობენ.

2019 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი დაახლოებით 324 მილიონი ლარი იქნება.

ტეგები