21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 17:48
21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მექანიზაციის, იფნევის, გოგაშენის, დვირის, ედისის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ვაზიანის, ჟველაურის, ზვარეთის, არალეთის, თორნიკე ერისთავის, მოლითის და კვერნაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტელეგრაფის ჩიხის, ათონელის, სანაპიროს, შოთა ნიშნიანიძის, სულხანიშვილის, ბარათაშვილის, გოგჩას, ფხოვის, ფურცელაძის, ხაზინის, ვეკუას, ორბელიანის და მტკვრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალასანიას და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტეგები