საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალზე თავდასხმა - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი
ამობეჭდვა · 20 / 12 / 2018 21:17
საქართველოს ბანკის ექსპრესფილიალზე თავდასხმა - დაშავებულია დაცვის თანამშრომელი

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე „საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ფილიალს ოთხი პირი დაესხა თავს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია დაცვის თანამშრომელი. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ტეგები